15–21 აპრილს შემოგვიერთდი აკვა ექსპედიციაში და აღმოაჩინე სულ სხვანაირი – სათავგადასავლო მალდივები.
ეს არ არის კლასიკური დასვენება მალდივებზე — ეს არის ნამდვილი წყალქვეშა თავგადასავალი ინდოეთის ოკეანეში.
თუ გიყვარს წყალქვეშა სამყარო, ცურვა, სათავგადასავლო აქტივობები და ამავდროულად მსოფლიოს საუკეთესო რიზორტებში განტვირთვა, ეს მოგზაურობა სწორედ შენთვისაა.
ექსპედიციის ფარგლებში ვიცურებთ ზვიგენებთან და დელფინებთან ერთად, აღმოვაჩენთ ჩაძირულ წყალქვეშა ობიექტებს და ჩავერთვებით მრავალფეროვან წყლის აქტივობებში, რომლებიც სრულად შედის ექსპედიციის ღირებულებაში.
ექსპედიციის ღირებულება ასევე სრულიად ფარავს განთავსებას, 3 ჯერად კვებას, ყველა ტრანსფერს და ყოველდღიურ გასვლით აქტივობებს.
მოგზაურობა იწყება მალდივების დედაქალაქ მალეში, სადაც თბილისიდან ჩავფრინდებით. მალედან გემით ტრანსფერი წაგვიყვანს მალდივების ულამაზეს კუნძულ — Thinadhoo-ზე.
აქ დავბინავდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონცეპტუალურ და ეკომეგობრულ სასტუმროში — Ecoboo Maldives-ში.
სასტუმრო მარჯნის რიფების პირას არის გაშენებული, რაც საშუალებას გვაძლევს წყალქვეშა სამყარო სასტუმროს ტერიტორიის დატოვების გარეშე აღმოვაჩინოთ.
კუნძული საკმაოდ დიდია და გვთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს:
პალმის ტყეებში ლაშქრობას, კაიაკით დაუსახლებელ კუნძულებზე გადასვლას, ადგილობრივი კულტურული ღონისძიებებისა და ტრადიციების გაცნობას, თევზაობას და ბევრ სხვა დაუვიწყარ გამოცდილებას.